კურიერი საკუთარი ავტომობილით

აღწერა

"მოიტანე" აცხადებს ვაკანსიას - ავტო კურიერის პოზიციაზე. "მოიტანე" პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტია, რომელიც პროდუქციას მოგიტანთ სახლის კარამდე 30 წუთის განმავლობაში. "მოიტანეს" გუნდში ვიმატებთ კურიერებს საკუთარი ავტომანქანით. თვიური ანაზღაურება: 1500-დან 2000 ლარამდე; შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე. ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო. შეკვეთის ტარიფები და ანაზღაურების პირობები: ** ფიქსირებული + ბონუსი/თითო შეკვეთა 4 ლარი; ** 8 საათიან სმენაში - 10 შეკვეთის თანხა ფიქსირებული 40 ლარი გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 4 ლარი; ** 12 საათიან სმენაში - 15 შეკვეთის თანხა ფიქსირებული 60 ლარი გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 4 ლარი. მოთხოვნები: ** თანამშრომლობის დაწყებისთვის აუცილებელია გყავდეთ საკუთარი ავტომობილი. ** მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი. სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები შეთანხმებით) სამუშაო ადგილი: თბილისი ჩვენ უზრუნველგყოფთ: ** საწვავით; ** ტრანსპორტის ცვეთის თანხით. ** სატელეფონო სასაუბროთი. ** ჯანმრთელობის დაზღვევით. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზე: https://bit.ly/3xcyuTY გისურვებთ წარმატებას! თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კურიერი საკუთარი ავტომობილით
იზივეი
თბილისი 100₾ დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
Izi Box
თბილისი 1300₾-1700₾ დედლაინი: 1 კვირაში

კურიერი საკუთარი ავტომობილით
Delivo
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


მოიტანე
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო