აღწერა
AddFinance წარმოადგენს ფინანსური საკონსულტაციო სერვისების კომპანიას, რომელიც კლიენტებს აწვდის მაღალკვალიფიციურ და მრავალფეროვან საკონსულტაციო სერვისებს.
AddFinance ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიისათვის აცხადებს ვაკანსიას 1C ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამა 1C ERP სხვადასხვა სახის მონაცემების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** დისტრიბუციის მოდულების მართვა;
** სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშების აწყობა და რეპორტინგი;
** თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემის პროვაიდეთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C ERP სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებისა და ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე - [email protected] და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დრო პრიორიტეტია, შერჩევა შესაძლოა დასრულდეს ვადის გასვლამდე. |