კურიერი

აღწერა

"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თელავში. სამუშაო პირობები: ** განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00); ** ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით. ძირითადი მოვალეობები: ** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; ** ჩამოსული ამანათების დახარისხება; ** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა; ** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება; ** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება; ** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა; ** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება; ** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად); ** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; ** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალური; ** პასუხისმგებლობიანი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; ** სიახლის ათვისების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 19 მაისის ჩათვლით მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტი
DHL
თბილისი დედლაინი: 6 საათის წინ

კომპანია


DHL

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
6 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო