ინვენტარიზაციის უმცროსი სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ყველა სახის აქტივის ინვენტარიზაციის სწორად შესრულება. ** ინვენტარიზაციის შემდგომ დოკუმენტაციის წარმოება და შედეგების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა ** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება; ** პირველადი დოკუმენტების წარმოება ** შეთანხმებული პერიოდის ფარგლებში შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა რელევანტური ოპერაციების შესრულება. ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა; ** ტესტირება Excel-ში; ** გასაუბრება ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან; ჩვენ ვითხოვთ: ** პროფესიული ან უმაღლესი განათლებას; ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ** MS Office ცოდნა სამუშაო დონეზე; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00 ანაზღაურება: 1200 ლარი ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass-ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რეზიუმეების მიღება განხორციელდება 31 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მადარტი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო