აღწერა
"არტიშოკი" უბნის პატარა კაფეა დიღომში, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია ოპერირებს. ამჟამად ვიწვევთ გამოცდილ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.
მისამართი: ბობ უოლშის 30 ბლოკი ჰ3 / მწვანე ალმასის დასახლება
ანაზღაურება: 900 ლარი
სამუშაო საათები: 10:00-22:00
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით ან 2-2 ზე)
ჩვენ უზრუნველვყოფთ:
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კვებას.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** ონლაინ შეკვეთების კოორდინირება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** დანადგარების მოვლა, წმენდა;
** ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების ათვისების უნარი.
დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე 555 430043 |