გაყიდვების სპეციალისტი

აღწერა

"VitrA x Merlons" არის პრემიუმ კერამიკული ფილების, სააბაზანო სანტექნიკის და სხვა პროდუქციის წამყვანი მომწოდებელი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ინოვაციების, ხარისხისა და დიზაინის სრულყოფილების მიმართ გამოგვარჩევს ინდუსტრიაში. ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს პრემიუმ ხარისხის შოურუმისთვის. ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში. ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142 ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია; ** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას; ** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას; ** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა- შეთავაზება; ** ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში; ** სალარო ოპერაციების წარმოება; ** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა. ანაზღაურება: 1000 ₾ (+ ფიქსირებული ხელფასის გარდა დამატებითი ბონუსები) გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით) ჩვენ გეძებთ შენ თუ ** ეძებ შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ** ხარ მოტივირებული და მარტივად შეგიძლია ახალი ინფორმაციის სწავლა; ** საუბრობ ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ** ფლობ საოფისე პროგრამებს; ** გაქვს გამოცდილება გაყიდვებში (ჩაითვლება უპირატესობად). რაც მთავარია, არ ვითხოვთ სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილებას. ველით თქვენგან რეზიუმეების გადმოგზავნას შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია "გაყიდვების სპეციალისტი". დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სოციალური მედიის მენეჯერი
VitrA
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

სატვირთო მანქანის მძღოლი
VitrA
თბილისი 1300₾ დედლაინი: 4 საათის წინ

კომპანია


VitrA x Merlons
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო